geo  |  eng    
 
აქციები
27 იანვარი, 2009


თიბისი ფონდმა გორში ახალშობილი ნინოები მოინახულა


თიბისი ფონდმა ნინოობის დღესასწაულზე გორის სამშობიაროში დაბადებული პარატები მოინახულა. მათ ფონდის და დონორების სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ახალშობილი ნინოები სწორედ იმ 2000-ზე მეტ ბენეფიციართა შორის არიან, რომლებიც თიბისი ფონდისგან გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ დახმარებას იღებენ. თიბისი ფონდმა თავისი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოყო.

ცნობისთვის, თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.


 
 
Designed By Natia Jabanashvili