geo  |  eng    
 
აქციები
25 სექტემბერი,2008


ვერდის “რექვიემი” სპორტის სასახლეში


ქვეყანაში არსებული ქველმოქმედების ემოციური მუხტის შენარჩუნებისა და მოსახლეობის მხრიდან დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ფონდისა და ფონდ ,,იავნანას’’ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

2008 წლის 25 სექტემბერს, თიბისი ფონდის თანადაფინანსებით, პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” მიერ ინიცირებული კლასიკური მუსიკის საქველმოქმედო საღამოს 10000 მაყურებელი დაესწრო.

მსოფლიო საოპერო მუსიკის ოთხმა მეგა-ვარსკვლავმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჯუზეპე ვერდის “რექვიემი” შეასრულა. კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია ტელევიზიებით გადაიცა. კონცერტი ასევე ჩაიწერა და გაშუქდა კლასიკური მუსიკის სატელევიზიო არხით “MEZZO”.

კონცერტიდან ამონაგები თანხა აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაობლებულ და მიუსაფარ ბავშვებს მოხმარდა. შეძენილი იქნა 5 საცხოვრებელი ბინა უსახლკაროდ დარჩენილი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, მეურვეობა დაწესდა განსაკუთრებით გაჭირვებულ რამდენიმე ბავშვზე და გაიცა ერთჯერადი დახმარებები.

 
 
Designed By Natia Jabanashvili