geo  |  eng    
 
აქციები
დეკემბერი, 2010


ახალი წელი წეროვანში

საახალწლო ზეიმი წეროვანში 12 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. თიბისი ფონდის მხარდაჭერით არაერთი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.

`101 დალმატინელმა~ წეროვანის სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცა

დღესასწაულულის ჩასატარებლად თიბისი ფონდმა მოიწვია პროფესიონალი მსახიობები: გამრთობები, ჯამბაზები, თოვლის ბაბუა და ფიფქია. შემეცნებით-გასართობმა ცენტრმა `101 დალმატინელმა~ წეროვნის სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებს ახალი წლის დადგომა მიულოცა. დღესასწაული თითოეული კლასისთვის ცალ-ცალკე ჩატარდა. საახალწლო საჩუქრებმა ზეიმი კიდევ უფრო გახალისა.

თიბისი ფონდის მხარდაჭერით 30 დეკემბერს წეროვანში სამეჯლისო და სპორტული ცეკვების და სასულე ორკესტრის საახალწლო კონცერტი გაიმართა. წეროვნის საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში გამართულ საახალწლო კონცერტს 500-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო. მოსწავლეებს დაურიგდათ საახალწლო საჩუქრები.
 
 
Designed By Natia Jabanashvili