geo  |  eng    
 
აქციები
7 დეკემბერი, 2010


პროფესიული განათლება წეროვანში

7 დეკემბერს თიბისი ბანკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ახალი პროექტის `პროფესიული განათლება წეროვანში~ პრეზენტაცია. პრეზენტაციას დასწრნენ თიბისი ფონდის გამგეობის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ცნობილი კომპანიების: `აქსისის~, `ნატალის~, `მათე-მოტორსის~, `ვიზაჟის~, `ემ-გრუპის~ და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს წეროვანის საჯარო სკოლის 25 კურსდამთავრებული ახალგაზრდის პრაქტიკულ, პროფესიულ მომზადებას საქართველოს საუკეთესო კომპანიებში. სწვლების დასრულების შემდეგ, საუკეთესონი შრომით საქმიანობას ამავე კომპანიებში გააგრძელებენ.
პრეზენტაციაზე დამსაქმებლებმა და შეგირდებმა ერთმანეთი გაიცნეს. ახალგაზრდები პროფესიის დასაუფლებლად განაწილდნენ კომპანიებში. მათ უკვე დაიწყეს არჩეული პროფესიების შესწავლა. ფონდის სოცმუშაკები სწავლების ინდივიდუალური გეგმების თანახმად ახორციელებენ სასწავლო პროცესის მუდმივ მონიტორინგს.
 
 
Designed By Natia Jabanashvili