geo  |  eng    
 
აქციები
17 ივლისი, 2010


დევნილი ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა წეროვანში

დევნილი ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა თიბისი ფონდის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. წეროვანის სკოლაში ჩატარდა ე.წ. `რთული (დევიაციური ქცევის) ბავშვების~ გამოვლენა/ტესტირება და დაიგეგმა დევიაციური ქცევის მოსწავლეების ფსიქოკორექციის ღონისძიებები. პროგრამაში ჩართულია ორი ფსიქოლოგი, მოძღვარი და ხელოვნებითი თერაპევტი. ჯგუფური ფსიქოთერაპიული სეანსების გარდა, ხორციელდება ყოველკვირეული ვიზიტები თბილისში, ახალგაზრდები სტუმრობენ საპატრიარქოს ფსიქო-რეაბილიტაციურ ცენტრს, მათთვის ეწყობა ექსკურსიები. პროექტში წეროვანის სკოლის ორმოცდაათამდე მოწაფე მონაწილეობს.
17 ივლისს ბავშვებმა მოინახულეს ზემო ბეთლემის ტაძარი, მამა დავითმა მათი ჯანმრთელობისთვის პარაკლისი გადაიხადა, შემდეგ მოზარდები ეწვივნენ წმ. სამების სამონასტრო კომპლექსს. ექსკურსიის ბოლოს მოსწავლეთათვის გაიმართა ტრაპეზი.
 
 
Designed By Natia Jabanashvili