geo  |  eng    
 
აქციები
5–30 ივლისი, 2010


დევნილი ბავშვები ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლაში

თიბისი ბანკმა და გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის საზაფხულო სკოლამ საერთაშორის ორგანიზაციების (CARE, UNICEF, Save the Children) კვლევებზე დაყრდნობით განახორციელეს სპეციალური პროგრამა წეროვანის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის .

პროგრამა მიზნად ისახავდა მასწავლებლებისათვის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას, მოსწავლეებისათვის ცოდნის გაღრმავებას ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, რაც მათ დაეხმარებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში, ასევე შეიარაღებული კონფლიქტის მიერ მიყენებული ფსიქოლოგიური ტრავმის გადალახვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

2009 წელს ამ პროგრამის ფარგლებში წეროვანის სკოლის 10 მასწავლებელი გაეცნო თანამედროვე სწავლების მეთოდოლოგიებს, ხოლო 25 მოსწავლე დაესწრო ინგლისური ენისა და მათემატიკის გაძლიერებულ კურსებს.

2010 წელს ამ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ტესტირების შედეგად შერჩეულმა 10 დევნილმა მოსწავლემ. ისინი 4 კვირის განმავლობაში (5–30 ივლისი) ცოდნას იღრმავებდნენ ინგლისურ ენასა და მათემატიკაში, ამასთანავე აქტიურად მონაწილეობდნენ კლასგარეშე გაკვეთილებში (ხელოვნება, სპორტი, ჯანმრთელობის საკითხები, ლათინური ცეკვები და კინოკლუბი).

თითოეული მოსწავლის სწავლის საფასურმა 20%–იანი ფასადაკლების შემდეგ, რომელიც ამერიკულმა აკადემიამ დევნილი მოსწავლეებისათვის დააწესა, შეადგინა 1,260 ლარი, სულ – 12,600 ლარი. ამ თანხაში შედიოდა მოსწავლეთა კვება, სასწავლო ნივთებითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
 
 
Designed By Natia Jabanashvili