geo  |  eng    
 
აქციები
10 დეკემბერი, 2009


საგანმანათლებლო სესიები წეროვანის საჯარო სკოლაში

ხუთშაბათს, 10 დეკემბერს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN), თიბისი ფონდის მხარდაჭერით, ჩაატარა საგანმანათლებლო სესიები წეროვანის ახალი დასახლების საჯარო სკოლის 6-10 კლასელებისთვის.

სესიები, რომლებიც ექსპერტმა ბოტანიკოსმა – ბატონმა გიორგი არაბულმა ჩაატარა, შეეხებოდა საქართველოს მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას, ასევე – ეკოსისტემებსა და დაცულ ტერიტორიებს.

პრეზენტაციები შეიცავდა ბუნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდების ვიზუალურ აღწერას და მოსწავლეებს მოუწოდებდა გარემოსდაცვითი პროფესიებისაკენ. პრეზენტაციების შემდეგ თითოეულმა მოსწავლემ მიიღო CENN-ის მწვანე ჩანთა და საინფორმაციო ბუკლეტი ნარჩენების სწორი მართვის შესახებ.

პარასკევს, 11 დეკემბერს, CENN-მა წეროვანის დასახლების სკოლას ქოთნებში დარგული 84 კაქტუსი და 63 ბეგონია გადასცა საკლასო ოთახების გასამწვანებლად. ამასთან, საგანმანათლებლო და ესთეთიკური მიზნებისათვის, სკოლას გადაეცა წყლის გამათბობლით, ფილტრით, ჟანგბადის ტუმბოთი და განათებით აღჭურვილი აკვარიუმი, რომელშიც მოთავსებული იყო სხვადასხვა სახის თევზი.

წეროვანის სკოლაში ჩატარებულმა სესიებმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მოსწავლეებში გარემოს დაცვისადმი დამატებითი ინტერესი გააღვივა.


 
 
Designed By Natia Jabanashvili