geo  |  eng    
 
აქციები
5 ივნისი, 2009


თიბისი ფონდი და მისი ახალი პარტნიორი კომპანია CENN წეროვანის სკოლის ეზოს გამწვანების პროექტზე მუშაობას იწყებენ


თიბისი ფონდმა წეროვანში მშენებარე სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ზრუნვა დაიწყო. ფონდს დასახული მიზნების განხორციელებაში, ახალი პარტნიორი ,,კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი’’ (CENN) ამოუდგება გვერდში. CENN პროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს სკოლის ბაღის განაშენიანების გეგმის შედგენას, ნერგების ტიპების შერჩევას, მათ დარგვას და რაც ყველაზე მნიშვნმელოვანია, ბაღის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ინსტრუქციების შემუშავებას და კონსულტაციების გაწევას.

წეროვანის სკოლის ბაღი, რომლის გაშენებაში სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით დაიყოფა და ბაღის მოვლის ისეთი გეგმები შემუშავდება, რაც ბაღის მოვლის საქმეში მოსწავლეების ჩართვას მათთვის საინტერესო ფორმას მისცემს.

წეროვანის სკოლის ბაღში ხეების დარგვა, თიბისი ფონდისა და CENN –ის ერთობლივი პროექტის თანახმად, გამწვანებისთვის შესაფერის სეზონზე, შემოდგომაზე სექტემბერ-ოქტომბერში მოხდება. ხოლო CENN – თან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება.


 
 
Designed By Natia Jabanashvili