geo  |  eng    
 
აქციები
1 ივნისი, 2009 წელი


თიბისი ფონდმა 1 ივნისი წეროვანში მცხოვრებ პატარებს მიულოცა



დღეს წეროვანში მცხოვრებმა 600-მა პატარამ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად თიბისი ფონდისა და მისი მეგობარი კომპანიისგან ,,მეგაკო’’, რძის მრავალფეროვანი პროდუქციით დაკომპლექტებული სასაჩუქრე პაკეტები მიიღო.

თიბისი ფონდმა, რომელიც წეროვანის 2000 კომლიან დასახლებაში მცხოვრებ ბავშვებს სკოლას უშენებს, ამჯერად ყურადღება სკოლამდელი ასაკის პატარებზე შეაჩერა და გაახარა.

თიბისი ფონდი, მისი დონორების სახელით ნებისმიერ თავის გრძელვადიან პროექტს თუ ერთჯერად აქციას მისი მთავარი ზრუნვის საგანს - აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების აწმყოსა და მომავალზე ზრუნვას -უსადაგებს.

 
 
Designed By Natia Jabanashvili