geo  |  eng    
 
აქციები
28 მარტი, 2009


თიბისი ფონდის სიურპრიზი ლიკა კეკოშვილს


თიბისი ფონდმა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ლიკა კეკოშვილის დაბადების დღე 28 მარტს, თიბისი ბანკის გორის ფილიალში აღნიშნა.

ბანკში მისულ ლიკას და მის მეგობრებს, მათთვის მოულოდნელად, თიბისი ფონდის წარმომადგენლებმა და მოწვეულმა ანიმატორებმა ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს. უამრავი ფერადი ბუშტი, უზარმაზარი ტორტი, მხიარული მუსიკა, და რაც ყველაზე მთავარია, გახარებული და მოცინარი სახეები ამშვენებდა ამ დღეს.

თიბისი ფონდმა სპეციალურად ამ დღეს დაამთხვია ლიკასთვის და ასევე ფონდის მეურვეობის ქვეშ მყოფი მეორე ბავშვის, გივიკო წვერავასთვის საბავშვო ანაბრების გახსნა და ჯანმრთელობის 100% სადაზღვევო პოლისის გადაცემა.

მეურვეობის პროექტის ფარგლებში, თიბისი ფონდი თანამიმდევრულად ზრუნავს ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობებისა და ომით გამოწვეული ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


 
 
Designed By Natia Jabanashvili