geo  |  eng    
 
აქციები
8 მარტი, 2009


თიბისი ფონდმა დაზარალებულ დედებს ქალთა საერთაშორისო დღეს მიულოცა


თიბისი ფონდმა, ცნობილ მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდა დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, და ფონდისა და დონორების სახელით დაასაჩუქრა.

ფონდის წარმომადგენლები ცნობილ მსახიობთან ერთად, სრულიად მოულოდნელად, ქალაქ გორში იმ ქალბატონების ოჯახებს ესტუმრნენ, რომლებიც ფონდის ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებენ.

გრძელვადიანი პროექტი 2000-ზე მეტ დედას და ამდენსავე ახალშობილს მოიცავს. მათზე თიბისი ფონდის მიერ ჯამურად 1,5 მილიონი ლარი გაიცემა.

 
 
Designed By Natia Jabanashvili