geo  |  eng    
 
პროექტები განხორციელებული პროექტები


გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება

თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

ფონდის საქმიანობის პირველი, გადაუდებელი, ჰუმანიტარული დახმარების ეტაპიც, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა.

თბილისსა და რუსთავში კონფლიქტური ზონებიდან ნაჩქარევად გამოხიზნული, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებული დევნილების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პირობებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა მოკლევადიანი პროექტები.

პროექტების განხორციელებაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,ლამპარი’’, ,,განათლების ინსტიტუტი“ და ,,კავკასია“, ასევე ფერიცვალების დედათა მინასტერი.

საკვები პროდუქტებით, გამზადებული ცხელი ულუფებით, ჩვილ ბავშვთა საკვებით, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების საშუალებებით 6000-ზე მეტი ბავშვი, მოზარდი, მეძუძური დედა და ორსული ქალბატონი მომარაგდა.


 
 
Designed By Natia Jabanashvili