geo  |  eng    
 
პროექტები განხორციელებული პროექტები


წეროვანში დევნილებისთვის სკოლის მშენებლობის პროექტი

წეროვანის დასახლებაში, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ბავშვებისთვის სკოლის მშენებლობა თიბისი ფონდის ერთ-ერთი გრძელვადიანი და მაშტაბური პროექტია.

წეროვანში, კონფლიქტური ზონებიდან იძულებით გადაადგილებულთათვის განკუთვნილი სკოლის მშენებლობა, რომელიც ,,ახალი სამშენებლო კომპანია“-მ განახორციელა, 1000 ბავშვზეა გათვლილი და 6,000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს.

მშენებლობა, რომელიც მცხეთა მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა, 2009 წლის სექტემბრისთვის დასრულდა. მაღალი სტანდარტების, ბოლომდე კეთილმოწყობილი, აღჭურვილი, ლამაზი და საიმედო სკოლა 14 სექტემბერს წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს საჩუქრად გადაეცა.



 
 
Designed By Natia Jabanashvili