geo  |  eng    
 
პროექტები განხორციელებული პროექტები


დევნილი ორსულების და მათი ახალშობილების დახმარების პროექტი
თიბისი ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი პროექტია აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებულ იმ ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა, რომლებმაც კონფლიქტური მდგომარეობით გამოწვეული სტრესი მუცლად ყოფნისას განიცადეს

ამ პროექტის ფარგლებში მოხდა აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული იმ ქალბატონების დახმარება, რომლებიც აგვისტოს კონფლიქტისას ორსულად იყვნენ.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები ყოველთვიურ დახმარებას 2009 აგვისტოს ჩათვლით მიიღეს.

ყოველ ორსულ/ახალშობილზე ჯამურად დეკემბრიდან 600 ლარი გაიცემა.
- ყოველთვიური დახმარება - 50 ლარი;
- ერთჯერადი დახმარება ბავშვის შეძენისას – 150 ლარი.

უმნიშვნელოვანესი მინიმალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და ფულადი სახსრების დეფიციტის შესავსებად პროექტის ფარგლებში დახმარება გაეწია 2024 ორსულ და მეძუძუს, მათ შორის ორმაგი დახმარება 18 ტყუპის დედამ მიიღო.

ეს არის თიბისი ფონდის პროექტი, რომელიც პირდაპირ მიესადაგება თიბისი ფონდის საქმიანობის უმთავრეს მიზანს – აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვას.


 
 
Designed By Natia Jabanashvili