geo  |  eng    
 
პროექტები მიმდინარე პროექტები
საომარი მოქმედებების შედეგად ფიზიკურად დაზარალებულ ორ ბავშვზე მეურვეობის პროექტი


თიბისი ფონდის გადაუდებელი ჰუმანიტარული საქმიანობის მსვლელობის პარალელურად, კონფლიქტურ რეგიონში სამომავლო დახმარების საჭიროებების ანალიზმა გამოკვეთა საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ, ორ ბავშვზე (გივი წვერავა და ლიკა კეკოშვილი) გრძელვადიანი მეურვეობის პროექტი.

მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის გაწერილი სქემის თანახმად, ჯამური ბიუჯეტი 80 000 ლარით განისაზღვრა და სრულად მოიცავს:

1. ჯანმრთელობის საკითხების უზრუნველყოფას;
2. საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას;
3. საბავშვო ანაბარს სრულწლოვანებამდე.

თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

 
 
Designed By Natia Jabanashvili