geo  |  eng    
 
პროექტები
თიბისი ფონდი 2008 წლის 13 აგვისტოს, რუსეთის აგრესიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად დაფუძნდა.

თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად, სწორედ 2008 წლის აგვისტოს კონფლიკტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

ფონდის საქმიანობის პირველი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპზე, ოპერატიულად შესწავლილი და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, თბილისსა და რუსთავში კონფლიქტური ზონებიდან ნაჩქარევად გამოხიზნული, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში განთავსებული დევნილების საკვები პროდუქტებითა და აუცილებელი ნივთებით მომარაგება მოხდა.

ამ მიზნით განხორციელებული მოკლევადიანი პროექტები 6000-ზე მეტ ბავშვს, მოზარდს, მეძუძურ დედასა და ორსულ ქალბატონს შეეხო. პროექტების განხორციელებაში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები: ,,ლამპარი’’, ,,განათლების ინსტიტუტი“ და ,,კავკასია“, ასევე ფერიცვალების დედათა მინასტერი.

აღნიშნული ჰუმანიტარული საქმიანობის პარალელურად, დაზარალებული ბავშვებისა და ორსული ქალების მდგომარეობის, მათი მიმდინარე და სამომავლო დახმარების საჭიროებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა , ფონდის გამგეობის მიერ დამტკიცდა და დაიწყო გრძელვადიანი პროექტების განხორციელება:

1. დევნილი ორსულების და ახალშობილების დახმარების პროექტი;
2. წეროვანში დევნილთა დასახლებაში სკოლის მშენებლობის პროექტი;
3. საომარი მოქმედებების შედეგად ფიზიკურად დაზარალებული ორი ბავშვის მეურვეობის პროექტი.
.


 
 
Designed By Natia Jabanashvili