geo  |  eng    
 
სიახლეები
27 იანვარი, 2009


გორის სამშობიაროში დაბადებულ პატარებს თიბისი ფონდმა ნინოობა მიულოცა



თიბისი ფონდის წარმომადგენლებმა გორში, ნინოობის დღესასწაულზე დაბადებული პატარა ნინოები და მათი დედები პირადად მოინახულეს და ახალშობილებს ფონდის და დონორების სახელით სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ახალშობილი ნინოები სწორედ იმ 2000-ზე მეტ ბენეფიციართა შორის არიან, რომლებიც თიბისი ფონდისგან გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ დახმარებას იღებენ. თიბისი ფონდმა თავისი ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოყო.

ცნობისათვის, თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

2008 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა თიბისი ფონდის საქმიანობის პირველი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპი, რომელიც დევნილ ბავშვთა, მეძუძურ და ორსულ ქალთა პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პირობებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ხოლო გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპის პარალელურად, მიმდინარეობდა დაზარალებული ბავშვებისა და ორსული ქალების საჭიროებების ანალიზი, რის საფუძველზეც გამოიკვეთა და დაიწყო ფონდის საქმიანობის მეორე მასშტაბური პროექტების განხორციელების ეტაპი.


 
 
Designed By Natia Jabanashvili