geo  |  eng    
 
სიახლეები
16 დეკემბერი 2008 წელი


გივიკო წვერავა გერმანიიდან გამოჯანმრთელებული დაბრუნდა


აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული და თიბისი ფონდის მეურვეობის ქვეშ მყოფი მოზარდი გერმანიაში მკურნალობის კურსისი გავლის შემდეგ თბილისში, 16 დეკემბერს, გამთენიისას გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.

გორის დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევით დაზიანებულ ფეხზე გივიკოს თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში სერიოზული ოპერაცია ჩაუტარდა და ბავშვი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა. მაგრამ ფეხის ფუნქციონირების აღსადგენად დამატებით მკურნალობას საჭიროებდა.

მოგვიანებით, თიბისი ფონდისა და გერმანიში მოღვაწე ქართველი ექიმის, გიორგი გრიგოლიას ძალისხმევით გივიკომ ერთთვიანი მკურნალობის კურსი გერმანიაში, კაუფბაუერნის ქირურგიულ კლინიკაში გაიარა. სავარძელს მიჯაჭვული მოზარდი დღეს, თბილისში პატარა ყავარჯნით დაბრუნდა. ექიმების ვარაუდით ის მალე თავისი თანატოლების მსგავსად თავისუფლად გაივლის.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.




 
 
Designed By Natia Jabanashvili