geo  |  eng    
 
სიახლეები
ოქტომბერი, 2010


წეროვანის საჯარო სკოლაში სასულე ორკესტრი ყალიბდება

თიბისი ფონდს საქართველოს კონსერვატორიასთან ერთად განზრახული აქვს წეროვანის საჯარო სკოლის ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის ჩამოყალიბება. თბილისისკონსერვატორიის რექტორმა ქალბატონმა მანანა დოიჯაშვილმა კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლების ოთხკაციან ჯგუფს
დაავალა წეროვანის სკოლის სასულე ორკესტრისთვის მოსწავლეების შერჩევა და მათი მომზადება. 60 მსურველიდან შეირჩა 20 მოსწავლე, როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. ეს იქნება პრიველი შერეული სასულე ორკესტრი საქართველოში. მეცადინეობები ჩატარდება წეროვანის საჯარო სკოლაში, კვირაში სამჯერ. თიბისი ფონდმა ორკესტრისთვის ჩინეთში შეუკვეთა ყველა საჭირო ინსტრუმენტი, წინასწარი მონაცემებით, ნოემბრის ბოლოს ინსტრუმენტები უკვე საქართველოში იქნება.

 
 
Designed By Natia Jabanashvili