geo  |  eng    
 
სიახლეები
16 დეკემბერი 2008 წელი


თიბისი ფონდმა ორსული დევნილებისთვის დახმარების გაცემა დაიწყო



აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ორსულ ქალბატონებზე და მათ ახალშობილებზე დღეიდან თიბისი ფონდი იზრუნებს და გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში მათ დახმარებას განახორციელებს.

დღეს თიბისი ბანკის განახლებულ მთაწმინდის ფილიალში ფონდის მენეჯმენტმა და დონორებმა საქართველოს პირველ ლედისთან, სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად მეძუძურ და მომავალ დედებს პლასტიკური ბარათები სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად საზეიმო ვითარებაში გადასცეს.

ამ პროექტისთვის გამიზნული 1,5 მილიონი ლარი 2000-ზე მეტ დაზარალებულ ორსულსა და იმ ახალშობილს მოხმარდება, რომლებმაც ომით გამოწვეული სტრესი მუცლად ყოფნისას განიცადა. თიბისი ფონდი განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს მათ მიმართ.

შეგახსენებთ, რომ დღეისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ თიბისი ფონდში შემოწირული თანხა 7,5 მილიონ ლარს აღემატება, რომელიც აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობას ხმარდება.




 
 
Designed By Natia Jabanashvili