geo  |  eng    
 
სიახლეები
ოქტომბერი, 2010


საომარი მოქმედებების შედეგად ფიზიკურად დაზარალებულ ორ ბავშვზე მეურვეობა გრძელდება

თიბისი ფონდის მეურვეობაში მყოფი გივიკო წვერავა თავს კარგად გრძნობს, თითქმის სრულად აღმოიფხვრა ტრავმის შემდგომი პრობლემები, ამის მიუხედავად მას კვლავ უგრძელდება სარეაბილიტაციო კურსი, რომელიც გულისხმობს ტრავმის შემდგომ, მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული უვარჯიშებელი სახსრებისა და კუნთების ფუნქციონირების აღდგენას. ამ თვეში მას ჩაუტარდა მორიგი სამედიცინო გამოკვლევა. გივიკო წვერავას უგრძელდება დახმარებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება.

ლიკა კეკოშვილს თვალთან დაკავშირებული პრობლემა (იგი ვერ ხედავს ერთი თვალით) კვლავაც რჩება. ლიკას უგრძელდება თერაპიული მკურნალობა. ასევე დახმარებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსება. თიბისი ფონდის ხელმძღვანელობა ყოველთვიურად ახდენს ორივე ბავშვის საცხოვრებელი და სოციალური პირობების მონიტორინგს.
 
 
Designed By Natia Jabanashvili