geo  |  eng    
 
სიახლეები
ივლისი, 2010


კარატეს სექციის 35 წევრს ყვითელი ქამარი გადაეცა

კარატეს სექციის წევრების რაოდენობამ წეროვანში 100-ს გადააჭარბა. საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, სექცია აგრძელებს ფუნქციონირებას. ივლისში თბილისში მოეწყო კარატეში მოვარჯიშე მოსწავლეების შეფასება. დათვალიერებაში წეროვანის სკოლის წარგზავნილი ოცდათხუთმეტი სპორტსმენიც მონაწილეობდა. შეფასებას ესწრებოდა საქართველოს კარატე-დოს პრეზიდენტი კახა ბასილია. წეროვნის სკოლის ოცდათხუთმეტივე კანდიდატმა ყვითელი ქამარი დაიმსახურა.
 
 
Designed By Natia Jabanashvili