geo  |  eng    
 
სიახლეები
ივნისი, 2010


ჯანმრთელი თაობა წეროვანში

კარატეს ფასიანი სექცია წეროვანში ბევრი დევნილი ბავშვისთვის სპორტის ამ სახეობას ხელმიუწვდომელს ხდიდა. სულ 40-მდე მოზარდი ახერხებდა ვარჯიშს. მაისის თვიდან კარატე-დოს სექცია წეროვანის სკოლაში თიბისი ფონდის დაფინანსებით განაგრძობს ფუნქციონირებას და ნარკომანიის პირველად პრევენციასაც ეწევა. სპორტსმენების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა და ივნისის თვეში 90-ს გადააჭარბა. ამ პროექტის ფარგლებში სპორტსმენი ახალგაზრდები არა მარტო იღებენ ინფორმაციას ნიკოტინისა და ნარკოტიკების მავნებლობაზე, არამედ თავადაც ავრცელებენ ამ ინფორმაციას თანატოლებში.

 
 
Designed By Natia Jabanashvili