geo  |  eng    
 
სიახლეები
18 ნოემბერი, 2008


თიბისი ფონდმა აგვისტოში დაზარალებულ ბავშვი გერმანიაში სამკურნალოდ გააცილა



თიბისი ფონდმა, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული გივიკო წვერავა გერმანიაში სამკურნალოდ გააცილა. 13 წლის მოზარდი, რომელსაც აგვისტოში, გორის დაბომბვისას დედა დაეღუპა, თავად კი, იგივე ჭურვის ნამსხვრევით სერიოზულად დაუზიანდა ფეხი, საქართველოში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სრულ სარეაბილიტაციო კურსს გერმანიაში გაივლის.

თიბისი ფონდისა და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის გიორგი გრიგოლიას ძალისხმევით გივიკოს გერმანიაში, კაუფბაუერნის კლინიკაში, , სრულიად უსასყიდლოდ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობის კურსი ჩაუტარდება.

თიბისი ფონდის ბიუჯეტი, რომელიც 2008 წლის 13 აგვისტოს რუსეთის აგრესიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, თიბისი ბანკის ინიციატივით და მისსივე 5 მილიონი ლარის შენატანის საფუძველზე დაარსდა, დღეისათვის 7.5 მილიონ ლარს აჭარბებს, რომელიც მთლიანად ფიზიკური და იურდიული პირების მიერ იქნა შემოწირული.

თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.




 
 
Designed By Natia Jabanashvili