geo  |  eng    
 
სიახლეები
14 იანვარი, 2010


“თიბისი ფონდმა” წეროვანში მცხოვრებ ბავშვებს ძველით ახალი წელი მიულოცა

დღეს, თიბისი ფონდმა წეროვანში მცხოვრებ დევნილ ბავშვებთან ერთად ძველით ახალი წელი იზეიმა. ღონისძიება ფონდის მიერ წეროვანში აშენებულ საჯარო სკოლაში ჩატარდა, სადაც 1000 დევნილმა მოსწავლემ თიბისი ფონდისგან დაუვიწყარ სანახაობა და საახალწლო საჩუქრები მიიღო.

საახალწლო ნაძვის ხე თიბისი ფონდმა წეროვანის სკოლაში 25 დეკემბერს დადგა. დღეს კი, ძველით ახალ წელს, ნაძვის ხის გარშემო გამართულ ზეიმზე, ფონდის მიერ მოწვეულმა თოვლის ბაბუამ და მხიარულმა ანიმატორებმა ბავშვებს არაჩვეულებრივ საზეიმო განწყობა შეუქმნეს.

წეროვანის სკოლის მშენებლობის, კეთილმოწყობის და აღჭურვის პროექტი თიბისი ფონდის მიერ აგვისტოს ომისგან დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სკოლა 2009 წლის 14 სექტემბერს ფონდმა საჩუქრად გადასცა წეროვანში დასახლებულ დევნილებს. თიბისი ფონდი დღემდე აგრძელებს ამ ბავშვების სრულფასოვანი ცხოვრების და განვითარების საკითხებზე ზრუნვას.

 
 
Designed By Natia Jabanashvili