geo  |  eng    
 
სიახლეები
12 დეკემბერი, 2009


მათემატიკური ოლიმპიადა ”ევერესტი” თბილისის ფარგლებს გასცდა

დღეს, თბილისში “სკოლა XXI საუკუნე“-ს მიერ ორგანიზებული მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტის” მეორე, დასკვნითი ტური ჩატარდა.

თბილისის სხვადასხა სკოლის მოსწავლეებთან ერთად ოლიმპიადის მეორე ტურში გამარჯვებისთვის წეროვანის სკოლის მოსწავლეებმაც იბრძოლეს.

ოლიმპიადა “ევერესტი”, რომელშიც ტრადიციულად თბილისის სკოლები მონაწილეობენ, წელს, ოლიმპიადის ორგანიზატორი “სკოლა XXI საუკუნე“-ს და “თიბისი ფონდი”-ს ძალისხმევით თბილისის ფარგლებს გასცდა და წეროვანის სკოლის მოსწავლეებს მასში მონაწილეობის საშუალება მიეცათ.

ოლიმპიადა “ევერესტი”-ს პირველი ტური, ნოემბერში, თბილისისა და წეროვანის სკოლებში პარალელურად ჩატარდა, გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ და ახლა მათ თავის შესაძლებლობლები თბილისში, დასკვნმით ტურში მონაწილეობით გამოცადეს.

წეროვანის სკოლის გამარჯვებული 25 მოსწავლე, რომლებიც პირველ ტურში მიღწეული წარმატებისთვის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით უკვე დაჯილდოვდნენ, მეორე ტურის წერის შემდეგ თბილისში, ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ, გასართობ ღონიძიებებშიც მიიღეს მონაწილეობა.

“თიბისი ფონდი” რომელმაც თავისი ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში წეროვანის სკოლის მშენებლობის, კეთილმოწყობის და აღჭურვის პროექტი განხორციელა, მეგობრებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ომგამოვლილი ბავშვების სრულფასოვანი ცხოვრების და განვითარების საკითხებზე ზრუნვას.

 
 
Designed By Natia Jabanashvili