geo  |  eng    
 
სიახლეები
28 ნოემბერი, 2009


მათემატიკური ოლიმპიადა ”ევერესტი” -ს გამარჯვებულთა დაჯილდოვება წეროვანში

დღეს, წეროვანის დასახლებაში “თიბისი ფონდის” მიერ აშენებულ ახალ საჯარო სკოლაში ზეიმია - “სკოლა XXI საუკუნე“-ს მიერ ორგანიზებული მათემატიკური ოლიმპიადა “ევერესტი”-ს პირველ ტურში გამარჯვებული წეროვანის სკოლის მოსწავლეების დაჯილდოება შედგა.

ოლიმპიადა “ევერესტი” რომელშიც ტრადიციულად თბილისის სკოლები მონაწილეობენ, ამჯერად ოლიმპიადის ორგანიზატორი “სკოლა XXI საუკუნე“-ს და “თიბისი ფონდი”-ს ძალისხმევით თბილისის ფარგლებს გასცდა.

წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ 115 დევნილ ბავშვს საშუალება მიეცა თავისი შესაძლებლობები “ევერესტი”-ს პირველ ტურში წეროვანშივე, ახალი საჯარო სკოლის ჭერქვეშ მოესინჯა.

ამ ეტაპზე III – VII კლასებიდან გამოვლენილი საუკეთესო 27 მოსწავლე სიგელებითა და ფასიანი წამახალისებელი საჩუქრებით დაჯილდოვდა და მეორე ტურში მონაწილეობის საშვიც მიიღო.

ოლიმპიადა “ევერესტის” მეორე ტური თბილისში, 12 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი, რისთვისაც წეროვანის პირველ ტურში გამარჯვებულ 27 მოსწავლეს, ოლიმპიადის ორგანიზატორები, თბილისში ჩამოიყვანენ და წერის შემდეგ გასრთობ ღონისძიებაშიც მიაღებინებენ მონაწილეობას.

“თიბისი ფონდი” რომელმაც თავისი ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში წეროვანის სკოლის მშენებლობის, კეთილმოწყობის და აღჭურვის პროექტი განხორციელა, მეგობრებთან ერთად კვლავაც აგრძელებს ომგამოვლილი ბავშვების სრულფასოვანი ცხოვრების და განვითარების საკითხებზე ზრუნვას

 
 
Designed By Natia Jabanashvili