geo  |  eng    
 
სიახლეები
22 ნოემბერი, 2009


მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ - წეროვანის სკოლაში



2009 წლის 22 ნოემბერს წეროვანის დასახლებაში თიბისი ფონდის მიერ აშენებულ ახალ საჯარო სკოლაში ,,სკოლა XXI საუკუნე“-ს ინიცირებული და ორგანიზებული მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“-ს პირველი ტური ფონდისავე მხარდაჭერით გაიმართა.

ოლიმპიადა „ევერესტი“ რომელშიც ტრადიციულად თბილისის სკოლები მონაწილეობენ, ამჯერად ოლიმპიადის ინიციატორებისა და თიბისი ფონდის ძალისხმევით თბილისის ფარგლებს გასცდა.

წეროვანის დასახლებაში მცხოვრებ 116 დევნილ ბავშვს საშუალება მიეცა თავისი შესაძლებლობები „ევერესტის“ პირველ ტურში ახალამოქმედებული საჯარო სკოლის ჭერქვეშ მოესინჯა.

ამ ეტაპზე III - VII კლასებიდან გამოვლენილი საუკეთესო 25 მოსწავლე, უკვე თბილისში 12 დეკემბრისთვის დაგეგმილ მეორე - დასკვნით ტურში მიიღებს მონაწილეობას.

სკოლის პედაგოგების აზრით, ამ კონკურსში მონაწილეობა და თუნდაც მოკრძალებული წარმატება მნიშვნელოვანი სტიმული იქნება დევნილი მოსწავლეებისათვის, რომელთაც გადატანილი ომის გამო მთელი წლის განმავლობაში მოშლილი ჰქონდათ სასწავლო რეჟიმი.

ახალ სკოლაში ახალი გამარჯვებები და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას!






 
 
Designed By Natia Jabanashvili