geo  |  eng    
 
სიახლეები
14 სექტემბერი, 2009

,,თიბისი ფონდის’’ მიერ წეროვანში აშენებული სკოლა გაიხსნა
14 სექტემბერს წეროვანის დასახლებაში საზეიმოდ გაიხსნა ,,თიბისი ფონდის’’ მიერ აშენებული და აღჭურვილი საჯარო სკოლა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ.

სკოლის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც საზეიმოდ გაჭრა ლენტი ,,თიბისი ფონდის’’ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძესთან ერთად.

წეროვანის სკოლის მშენებლობა ,,თიბისი ფონდის’’ ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. სკოლა 1000 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი ფართი 5 600 კვადრატული მეტრია.

მშენებლობა განახორციელა ,,ახალმა სამშენებლო კომპანიამ’’. სკოლის მშენებლობის და აღჭურვის ღირებულებამ 4,5 მილიონი ლარი შეადგინა.

სპეციალურად წეროვანის სკოლისთვის, ცნობილმა მხატვრებმა, ქეთი მატაბელმა და გია გუგუშვილმა შექმნეს მხატვრული პანო ,,სიყვარულს უშენებია’’. ეს არის პირველი პანო-კოლაჟი საქართველოში, რომლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ პანოს პირველ ფენაში დატანილია ქართული ეკლესიების საძირკვლების სქემები.

როგორც ცნობილის, ,,თიბისი ფონდი’’ 2008 წლის 13 აგვისტოს დაააფუძნა თიბისი ბანკმა. მისი მიზანია დევნილი ბავშვების დასახმარებლად გრძელვადიანი პროექტების განხორციელება. ფონდში პირველი შენატანი - 5 მილიონი ლარი, თიბისი ბანკმა გააკეთა. 3 თვის განმავლობაში , თიბისი ბანკს მრავალი კომპანია და კერძო პირი შეუერთდა, რის შედეგადაც ფონდში მობილიზებულმა თანხამ 8 მ ილიონ ლარს მიაღწია.

წეროვანის სკოლასთან ერთად, ,,თიბისი ფონდის’’ მეორე გრძელვადიანი პროექტია დევნილი ორსული ქალებისა და ახალშობილების დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებში ფონდი 2000-ზე მეტ ბენეფიციარს 2009 წლის აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურ ფულად დახმარებას უწევდა. ამ პროექტის ბიუჯეტმა 1,3 მილიონი ლარი შეადგინა.


 
 
Designed By Natia Jabanashvili