geo  |  eng    
 
სიახლეები
5 ივნისი, 2009


თიბისი ფონდი და მისი ახალი პარტნიორი კომპანია CENN წეროვანის სკოლის ეზოს გამწვანების პროექტზე იწყებენ მუშაობას



თიბისი ფონდმა წეროვანში მშენებარე სკოლის ეზოს კეთილმოწყობაზე ზრუნვა დაიწყო. ფონდს, დასახული მიზნების განხორციელებაში, ახალი პარტნიორი - ,,კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი’’ (CENN) ამოუდგება გვერდში. CENN პროფესიონალურ დონეზე უზრუნველყოფს სკოლის ბაღის განაშენიანების გეგმის შედგენას, ნერგების ტიპების შერჩევას, მათ დარგვას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბაღის შემდგომი მოვლა-პატრონობისთვის საჭირო ინსტრუქციების შემუშავებას და კონსულტაციების გაწევას.

წეროვანის სკოლის ბაღი, რომლის გაშენებაში სკოლის მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით დაიყოფა და ბაღის მოვლის ისეთი გეგმები შემუშავდება, რაც ბაღის მოვლის საქმეში მოსწავლეების ჩართვას მათთვის საინტერესო ფორმას მისცემს.

წეროვანის სკოლის ბაღში ხეების დარგვა, თიბისი ფონდისა და CENN –ის ერთობლივი პროექტის თანახმად, გამწვანებისთვის შესაფერის სეზონზე, შემოდგომაზე (სექტემბერ-ოქტომბერში) მოხდება. ხოლო CENN – თან თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება

 
 
Designed By Natia Jabanashvili