geo  |  eng    
 
სიახლეები
10 ნოემბერი, 2008 წელი


თიბისი ფონდი დევნილ ბავშვებს წეროვანში სკოლას უშენებს

რუსეთიის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის თიბისი ფონდი წეროვანში სკოლას აშენებს.

სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც 1000 მოსწავლეზეა გათვლილი და მისი საერთო ფართი 6000 კვადრატულ მეტრს შეადგენს წამატებით მიმდინარეობს.

მშენებლობა, რომელიც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანადგომით ხორციელდება, 2009 წლის სექტემბერში დასრულდება და სასწავლო პროცესის ხარისხიანად განხორციელებისთვის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

წეროვანის დასახლებაში, რუსეთის აგრესიით დაზარალებული ბავშვებისთვის სკოლის მშენებლობა თიბისი ფონდის ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტია. მისი ბიუჯეტი 2 421889 დოლარის ექვივალენტს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.




 
 
Designed By Natia Jabanashvili