geo  |  eng    
 
სიახლეები
25 მაისი, 2009


,,თიბისი ფონდი'' უკვე წეროვანის სკოლაში ხარისხიანი სასწავლო პროცესის დაწყებაზე ზრუნავს

წეროვანის დასახლებაში მშენებარე სკოლის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველსაყოფად, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობაში თიბისი ფონდთან ერთად გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაც ჩაერთო.

ამ ეტაპზე, მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და თიბისი ფონდის ერთობლივი ძალისხმევით, პოტენციური კადრების ტესტირება და მათი უნარებისა და შესაძლებლობების ობიექტურ შეფასება მოხდება, რაც წეროვანის სკოლისთვის კვალიფიციური კადრების შერჩევის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.

თიბისი ფონდის მიერ წეროვანში მშენებარე სკოლა 2009 წლის აგვისტოში დასრულდება და საერთო ძალისხმევით 2009-10 წლის სასწავლო პროცესის ხარისხიანად დაწყებისთვის მზად იქნება.

თიბისი ფონდი მიესალმება გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მზადყოფნას უზრუნველყოს წეროვანის სკოლისთვის შერჩეული პედაგოგების პროფესიონალური ტრეინინგი და ამით წეროვანის ახალგაზრდების სათანადო განათლებაზე ზრუნით დაინტერესებულ თიბისი ფონდის მეგობართა წრეს შემოუერთდეს.

 
 
Designed By Natia Jabanashvili