geo  |  eng    
 
სიახლეები
30 აპრილი, 2009 წელი


თიბისი ფონდი გივიკოს ოჯახზე ზრუნვას განაგრძობს

დღეს, ქალაქ გორში, თიბისი ფონდის წარმომადგენლები გივიკო წვერავას და მის ერთადერთ გამზრდელ ბებიას ოჯახში ესტუმრნენ. თიბისი ფონდმა გივიკოს ბებიის დაბადების დღე მიულოცა და ფონდის სახელით ოჯახისთვის აუცილებელი ნივთები გადასცა.

პირველი საჩუქარი, ყვავილების ულამაზესი თაიგული იუბილარმა შვილიშვილისგან მიიღო.

14 წლის გივიკო, ფონდის გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში, მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვია. აგვისტოს ომის დაბომბვების შედეგად სავარძელს მიჯაჭვული მოზარდი დღეს, ქართველი და უცხოელი ექიმების თანადგომითა და ფონდის დახმარებით თავისუფლად მოძრაობს.


 
 
Designed By Natia Jabanashvili