geo  |  eng    
 
სიახლეები
28 მარტი, 2009


თიბისი ფონდმა ლიკას დაბადების დღე აღნიშნა


თიბისი ფონდმა 28 მარტს, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფ ლიკა კეკოშვილს დაბადების დღე მიულოცა.

ქალაქ გორში, თიბისი ბანკის ფილიალში შეკრებილ ლიკას და მის მეგობრებს სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეულმა ანიმატორებმა პატარა ზეიმი მოუწყვეს. უამრავი ფერადი ბუშტი, უზარმაზარი ტორტი, მხიარული მუსიკა, და რაც ყველაზე მთავარია, გახარებული და მოცინარი სახეები ამშვენებდა ამ დღეს.

ფონდის წარმომადგენლებმა ლიკა კეკოშვილის დაბადების დღეს დაამთხვიეს ლიკასთვის და ასევე ფონდის მეურვეობის ქვეშ მყოფი გივიკო წვერავასათვის საბავშვო ანაბრების გახსნა და ჯანმრთელობის 100% სადაზღვევო პოლისის გადაცემა.

მეურვეობის პროექტის ფარგლებში, თიბისი ფონდი თანამიმდევრულად ზრუნავს ბავშვების საყოფაცხოვრებო პირობებისა და ომით გამოწვეული მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.


 
 
Designed By Natia Jabanashvili