geo  |  eng    
 
სიახლეები
8 მარტი, 2009


თიბისი ფონდმა დაზარალებულ დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა


თიბისი ფონდმა, ცნობილ მსახიობ კახი კავსაძესთან ერთად, აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ახალგაზრდა დედებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, და ფონდისა და დონორების სახელით დაასაჩუქრა.

ფონდის წარმომადგენლები ცნობილ მსახიობთან ერთად, ქალაქ გორში იმ ქალბატონების ოჯახებს ესტუმრნენ, რომლებიც ფონდის ერთ-ერთი გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ყოველთვიურ ფულად დახმარებას იღებენ.

გრძელვადიანი პროექტი 2000-ზე მეტ დედას და ამდენსავე ახალშობილს მოიცავს. მათზე თიბისი ფონდის მიერ ჯამურად 1,5 მილიონი ლარი გაიცემა.

აღნიშნული პროექტი პირდაპირ მიესადაგება თიბისი ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანს - აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვას.

შეგახსენებთ, რომ თიბისი ფონდი დაზარალებულთა მხარდასაჭერად 2008 წლის 13 აგვისტოს, თიბისი ბანკის ინიციატივით და მისივე 5 მილიონიანი შენატანის საფუძველზე დაარსდა.

ამ ინიციატივას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. დღეისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ფონდში შემოწირული თანხა 7,5 მილიონ ლარს აღემატება, რომელიც აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა კეთილდღეობას ხმარდება.



 
 
Designed By Natia Jabanashvili