geo  |  eng    
 
სიახლეები
3 მარტი, 2009


რუსეთის აგრესიით დაზარალებულმა ქალბატონებმა დედის დღე თიბისი ფონდთან ერთად აღნიშნეს


თიბისი ფონდმა აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ დევნილ ორსულ ქალებს დედის დღე მიულოცა. დაზრალებული ქლბატონებისთვის მიძღვნილი ღონისძიება თიბისი ბანკის ვაკის ფილიალში გაიმართა, სადაც თიბისი ფონდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ
საზოგადოებას ფონდის საქმიანობა შეახსენა და მომავალ დედებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
ღონისძიებაზე მიწვეული ქალბატონები იმ გრძელვადიანი პროექტის მონაწილენი არიან, რომლის თანახმად დახმარება ეწევათ მათ ვინც აგვისტოს კონფლიქტის დროს იყვნენ და კვლავაც არიან ორსულად ან იმშობიარეს. ყოველთვიურ ფულად დახმარებას 2000-ზე მეტი ბენეფიციარი 1,5 მილიონიანი ჯამური ბიუჯეტის ფარგლებში იღებს.

ცნობისთვის, 2008 წლის 13 აგვისტოს რუსეთის აგრესიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით თიბისი ბანკის ინიციატივით დაარსებულმა თიბისი ფონდმა 2008 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა პირველი გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების ეტაპი, რომელიც დევნილ ბავშვთა, მეძუძურ და ორსულ ქალთა პირველადი, სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პირობებით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა.

ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში 6 700-მდე დაზარალებული მომარაგდა საკვები პროდუქტებით, გამზადებული ცხელი ულუფებით, ჩვილ ბავშვთა საკვებით, ჰიგიენური და პირველადი მოხმარების საშუალებებით.


 
 
Designed By Natia Jabanashvili