geo  |  eng    
 
სიახლეები
2 თებერვალი, 2009


დაზარალებული მოზარდი რეაბილიტაციის შემდეგ სკოლას დაუბრუნდა


თიბისი ფონდის გრძელვადიანი მეურვეობის ქვეშ მყოფი აგვისტოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული გივიკო წვერავა, რომელსაც ჭურვის ნამსხვრევით ფეხი ჰქონდა დაზიანებული, სკოლას დაუბრუნდა.

მოზარდმა, თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში ჩატერებული ოპერაციის შემდეგ სრული გამოჯანმრთელებისთვის სარეაბილიტაციო კურსი თიბისი ფონდისა და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმის გიორგი გრიგოლიას ძალისხმევით გერმანიაში, კაუფბაუერნის კლინიკაში გაიარა.

დღეს ბავშვი მშობლიურ, გორის # მე-9-ე საჯარო სკოლას და ცხოვრების ნორმალურ რიტმს სრულიად გამოჯანმრთელებული დაუბრუნდა. ეს ბედნიერი დილა თიბისი ფონდმა მასთან ერთად გაატარა და დონორების სახელით დაბადების დღეც მიულოცა. ემოციებით იყო დატვირთული პედაგოგებისა და კლასელების მიერ მოწყობილი საზეიმო დახვედრაც.

ცნობისათვის, თიბისი ფონდის დაარსებისთანავე მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებად 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტით დაზარალებული ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვა განისაზღვრა.

ფონდის მიზანია, დაეხმაროს, 2008 წლის აგვისტოს კონფლიკტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, რათა მათ ღირსეულად დაძლიონ არსებული სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემები.


 
 
Designed By Natia Jabanashvili